2025 წლის 29 დეკემბერს 15:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტ თეონა ავალიანის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „მეტალური ვერცხლის ნანონაწილაკების სხვადასხვა კონცენტრაციის სუსპენზიით მოქსიფლოქსაცინის ტუბსაწინააღმდეგო ეფექტურობის აღდგენის პოტენციალის შეფასება ფტორქინოლონზე რეზისტენტული ტუბერკულოზის მიკობაქტერიის იზოლატებზე ექსპერიმენტში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ლალი შარვაძე
სხდომა გაიმართება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, რეფერენსლაბორატორიის შენობის მესამე სართულზე მდებარე საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: თბილისი, აჭარის ქ.8 (მარუაშვილის ქ. 50)